LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ყველაზე ხშირად, „რომელ რესტორანში წავიდე“, ამას მეკითხებიან. რთული სარჩევია. უფრო მარტივია, გითხრათ, რომელ რესტორნებს უნდა მოერიდოთ…“

163
nikagvaramianews

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც პასუხს სცემს ერთ-ერთ ხშირად დასმულ კითხვას მისი მისამართით – კერძოდ, რომელ რესტორანს უნდა ვესტუმროთ.

ნიკა გვარამია:

„მგონი, ყველაზე ხშირად, „რომელ რესტორანში წავიდე“, ამას მეკითხებიან. რთული სარჩევია. უფრო მარტივია, გითხრათ, რომელ რესტორნებს უნდა მოერიდოთ. ხაზს ვუსვამ, რესტორნებზეა საუბარი და არა კაფე-ბარებზე.

შედით. გადაშალეთ მენიუ. თუ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის” ხელაა, დაუყოვნებლივ გამოდით.

შედით, გადაშალეთ მენიუ და თუ შიგ სათბურის ქამას (და არა ტყის სოკოს) კრემ სუპს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ გამოდით.

შედით, გადაშალეთ მენიუ და თუ შიგ ცეზარის სალათს აღმოაჩენთ, დუყოვნებლივ გამოდით.

თუ ქართულ ავთენტურ რესტორანს მიადექით, შეხვედით, გადაშალეთ მენიუ და იქ ბურგერები (გარდა საფირმო ქართული ბურგერებისა, მაგალითად, რაჭული ლორით და გუდისყველით) და პიცები იპოვნეთ, სოკოს სუპებთან, ცეზარებთან, კაპრეზეებთან და ბერძნულ სალათებთან ერთად, დაუყოვებლივ გამოდით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები