LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: ევროკომისარის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია

150
Capture

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება.
“ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვის მისაღებ მმართველობად და უარესი – მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს. ასევე არ იწვევს ეჭვს – ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი EPP-დან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას (ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს) მხარდაჭერა აღუთქვა.

სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც” – წერს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე:

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ – პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

ჩვენ არ ვარჩევთ რომელია „კარგი“ ოლიგარქი და რომელი „ცუდი“ – ოლივერ ვარჰეი

ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი – ოლივერ ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

პაპუაშვილი – ერთადერთი, ვინც ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე სააკაშვილი და გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.. ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები