„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მადლობას უხდის მილოცვებისთვის.
ამასთან, გვარამია წერს, რომ „ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც პრიგოჟინის მოლოცვა აღმოჩნდა“.
„მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მოლოცვებისთვის!
მაგრამ უნდა მაპატიოთ და ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც პრიგოჟინის მოლოცვა აღმოჩნდა. Go Go Zhenia!
p.s. ჩვენს მთავრობას არ დაუგმია ჯერ და პრიგოჟინი დასავლეთის აგენტად არ გამოუცხადებია? ? იზამს. მინიმუმ კალაძეს მაინც ათქმევინებს“, – წერს ნიკა გვარამია.
მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მოლოცვებისთვის!
მაგრამ უნდა მაპატიოთ და ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც…
Posted by Nika Gvaramia on Saturday, 24 June 2023