ტელეწამყვანმა ნიკა გრიგოლიამ მარიამ ფაღავაზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი საბერძნეთში, ათენში დაიწერა. ნიკას `ფეისბუქ`-გვერდზე არ წყდება მილოცვები. პატარძალმა კი ძალიან ლამაზი ფოტოები გამოაქვეყნა ქორწილიდან. ფოტოებზე მარიამი შესანიშნავად გამოიყურება.
ნიკას საბერძნეთში დავუკავშირდით.
ნიკა გრიგოლია:
მადლობა მოლოცვისთვის.
ჩამოვედით, დავსხედით სკუტერზე და დავიწერეთ ჯვარი. ეგაა და ეგ. დანარჩენს, რომ ჩამოვალ, მერე მოგიყვები…
წყვილი უკვე რამდენიმე წელია, ერთად არის… ნიკა პირველ ცოლს გაშორებულია, ჰყავს ერთი შვილი.
ნიკასა და მარიამს ვულოცავთ გაბედნიერებას.
[Best_Wordpress_Gallery id=”42″ gal_title=”ნიკა გრიგოლიამ ჯვარი საბერძნეთში დაიწერა”]