LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გრიგოლია: „აუცილებლად დაიფარეთ პირი ბენდენით, ნიღბით…“

37

ტელეწამყვანი და იუმორისტი ნიკა გრიგოლია, დიდი ხანია, მოტოციკლით დადის. ახლახან მან სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მოტოთი მოსარგებლე მძღოლებს მოუწოდებს, ბენდენა გაიკეთონ და ამით დაიცვან თავი დაბინძურებული ჰაერისგან.

ნიკა წერს:

„ჩემო ორბორბლიანო მეგობრებო. ყველამ ძალიან კარგად იცით რა დაბინძურებულ და მოწამლულ ქალაქშიც ვმოძრაობთ!

ამიტომ აუცილებლად დაიფარეთ პირი ბენდენით, ნიღბით… ან რითაც გნებავთ, ოღონდ პირი და ცხვირი ჰაერის პირდაპირი ნაკადისგან დაიცავით!

დიდი არაფერი, მაგრამ შეიძლება ჩვენი სიცოცხლის რამდენიმე წელი მაინც გადავარჩინოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები