საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, პირველი ასეულის წევრი ნიკა ბასილაშვილი კალათბურთის გულშემატკივარია. იგი ვითიბი ლიგაზე მოთამაშე “ვითას“ გვერდით დგას.
ნიკა ბასილაშვილი: „კალათბურთი მიყვარს. სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო, თამაშებზე ხშირად ვერ დავდივარ. „ვითა“ დიდი პროექტია. მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს როგორც მთელ სეზონში, ასევე, კონკრეტულ თამაშში „ნიჟნი ნოვგოროდთან“. თქვენი გულშემატკივარი ვარ. ქართველი სპორტსმენები ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ.“