LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკ უესტისა და ნიკუშა კანდელაკის ქორწილი 11 მაისს წინანდალში გაიმართება

6395
nikusha kandelaki

„არტ FM“-ს თბილისის ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, გაიოზ კანდელაკი სტუმრობდა, რომელმაც ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. გარდა საქმიანი ინტერვიუსა, წამყვანი, თათა სადრაძე ასევე დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა გაიოზ კანდელაკი შვილიშვილის, ნიკუშას მუსიკალურ გზას. მოგეხსენებათ, ის აშშ-შია, სადაც სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელთან მუშაობს, ის დაქორწინებულია ცნობილ ამერიკელ ბასისტსა და მომღერალზე, ნიკ უესტზე. წყვილის ქორწილი მაისშია დაგეგმილი.

როგორ აფასებთ თქვენი შვილიშვილის მუსიკალურ გატაცებას, რამდენად თვლით მას საკუთარი გზის გამგრძელებლად?

– ნიკა კი, ჯერ ლონდონში სწავლობდა ეკონომიკას, მერე ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა და მუსიკის ბიზნესით დაინტერესდა. ძალიან მიხარია, რომ ბედი ცნობილ მომღერლს ნიკ უესტს დაუკავშირა. მათი ქორწილი 11 მაისს წინანდალში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები