მორიგი თავდასხმა სკოლაზე – ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა სასწავლებლიდან 200 მოსწავლე გაიტაცეს.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტეგინაში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შეიარაღებული პირები ქალაქში მოტოციკლეტებით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ისინი შეიჭრნენ სკოლაში, სადაც 6-დან 18 წლამდე ასაკის გოგოები სწავლობენ.
მთავრობის წარმომადგენლები მოსწავლეების გატაცების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მათს რაოდენობას არ ასახლებენ, BBC-სთან სკოლის მასწავლებელმა თქვა, რომ გატაცებულია 150 მოსწავლე, სხვა ცნობებით კი მათი რიცხვი 200-ია.
გამოსასყიდისთვის გატაცება ნიგერიის მასშტაბით ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა – მიმდინარე წელს, მსგავსი ფაქტი ქვეყანაში რამდენჯერმე მოხდა – თებერვალში, ერთ-ერთ შტატში სკოლიდან 300 გოგონა გაიტაცეს. 2021 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლიდან 700-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტია გატაცებული. ამ შემთხვევების შემდეგ, ქვეყანაში 600 სკოლა დაიხურა.