LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში სურთ აკრძალონ ძაღლები, რომლებიც იკბინებიან

128
mean-dog

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ისეთი ძაღლების გამრავლებასა და ყოლას აკრძალავს, რომლებიც კბენისკენ არიან მიდრეკილი. Dutch news-ის ინფორმაციით, ეს ძაღლები ყოველდღიურად სერიოზულ საფრთხეს ქმნიან.

პროექტის მიხედვით, აკრძალვა არა კონკრეტულ სახეობებს, არამედ გარკვეული მახასიათებლების მქონე ძაღლებს შეეხება. უფრო ზუსტად კი ძაღლებს, რომლებიც დაუნდობლად იკბინებიან, მსხვერპლს არ უშვებენ და ა.შ. საშიში ძაღლების უფრო ზუსტი სიის შედგენა ექსპერტებისგან შემდგარ სპეციალურ კომისიას დაავალეს.

ნიდერლანდების მთავრობას ამ გზით ძაღლების გამო დაზარალებულ ადამიანთა რიცხვის შემცირება სურთ. პლასტიკურ ქირურგთა ადგილობრივი ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო 18 თვის განმავლობაში მათ 100-მდე ოპერაცია ჩაატარეს, რათა ძაღლის ნაკბენი „გამოესწორებინათ“. ექიმებს ყველა მსხვერპლი როდი მიმართავს, ამიტომ დეპუტატები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში მსხვერპლის რაოდენობა ბევრად მეტი, წელიწადში 150 ათასამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები