LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში მსურველებს ველოსიპედებს უფასოდ გადასცემენ

41
niderlands

ჰააგაში უფასოდ დაურიგებენ ველოსიპედს ყველას, ვისაც მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. აქცია ევროპის მობილობის კვირის ფარგლებში გაიმართება.

წლების განმავლობაში ქალაქის მუნიციპალიტეტში დაგროვდა უამრავი ველოსიპედი, რომელთა მფლობელებმაც ისინი ამა თუ იმ მიზეზის გამო ქუჩაში დატოვეს. ამიერიდან კი ეს ველოსიპედები ახალ მფლობელებს იპოვიან. მერია ყველა მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას ყურადღებით შეაკეთებს და მსურველებს დაურიგებს.

ევროპის მობილობის კვირეული ყოველ წელს, 16–დან 22 სექტემბრის ჩათვლით იმართება. მონაწილე ქალაქები კი აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელთა მიზანიც ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებაა. (მაგალითად, დღე ავტომობილის გარეშე).

წლევანდელი ევროპული კვირეულის დევიზია: „ უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ეკოლოგიური ტრანსპორტით“.

წელს კვირეულს 20 წელიც შეუსრულდა და ორგანიზატორებმა შექმნეს ვირტუალური მუზეუმი, სადაც მონაწილე ქალაქების ყველაზე საინტერესო აქციები და მიღწევებია თავმოყრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები