LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში მოსწავლეებს გაჯეტების გამოყენება აუკრძალეს

123
Mobile-Phones

ნიდერლანდელ მოსწავლეებს სკოლებში ტელეფონების, პლანშეტების და ჭკვიანი საათების გამოყენება აუკრძალეს. განათლების სამინისტროს აზრით, კულტურა და მეცნიერებმა ბავშვებს სწავლაზე ორიენტირებასა და საუკეთესო შედეგების მიღებაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

აკრძალვა ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ამ მომენტიდან მოსწავლეები გაჯეტების გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევებში შეძლებენ, როცა ეს გაკვეთილს დასჭირდება (მაგალითად, ციფრული უნარების გაკვეთილზე).

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინც ტელეფონს სამედიცინო მაჩვენებლებთან დაკავშირებით იყენებს.

ინიციატივას ერთი წლის განმავლობაში დატესტავენ. თუკი ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები შედეგებს მართლაც გააუმჯობესებენ, აკრძალვას უკვე საკანონმდებლო დონეზე შემოიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები