LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილები აიკრძალება

27

2030 წლისთვის ნიდერლანდებში დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილები აიკრძალება. სიახლე ადგილობრივ გამოცემებში გავრცელდა. ჟურნალისტები მთავრობის მიერ უახლოეს წლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობენ, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილებზე გადასვლას გეგმავს.

ახალი გეგმა კი ნიდერლანდების მაცხოვრებლების მხრიდან დიზელისა და ბენზინის ძრავიან ავტომობიელბზე უარის თქმას გულისხმობს. ნაცვლად ამისა, ჰოლანდიელებმა ელექტრომობილები უნდა შეიძინონ. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2030 წლიდან ნიდერლანდებში მოსიარულე ყველა ავტომობილს გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა ჰქონდეს. ახალი წესები პირველ რიგში ახალ ავტომობილებს შეეხება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელით იმ ძველ ავტომობილებს, რომლებიც აღნიშნული პერიოდისთვის იქნებიან ქუჩებში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, მთავრობა მოქალაქეებს სიარულის უფლებას განსაზღვრული პირობებით მისცემს.

ამ მომენტისთვის, ნიდერლანდებში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილები არიან: Tesla Model S, Tesla Model X, Hyundai Ioniq Electric, BMW i3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები