LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდების აეროპორტი კერძო რეისებს აღარ მიიღებს, რათა დაბინძურება შეამციროს

129
thumb_1024x663_business-jet-11zon

2026 წლიდან ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის აეროპორტი კერძო თვითმფრინავებს აღარ მიიღებს. ავიაბაზის წარმომადგენლობას სურს, რომ მავნე გამონაბოლქვთან ერთად შეამციროს სატრანსპორტო ხმაურიც. უფრო ზუსტად კი ხმაურის დონე 2019 წელთან შედარებით მინიმუმ 30%-ით ნაკლები უნდა იყოს, წერს The Mayor.

აეროპორტის პრესსამსახურში აზუსტებენ, რომ კერძო ავიაცია ეინდჰოვენში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ელექტრო ძრავის მქონე თვითმფრინავით იფრენს.

ამასობაში, ევროკომისიის ინფორმაციით, მატარებლით მგზავრობა თითქმის 5-ჯერ უფრო ეკოლოგია ვიდრე თვითმფრინავით ფრენა.
სწორედ ამიტომ, ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ავიაგადაზიდვა ნაკლებად მავნე გახადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები