LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები მზადაა, დღეიდან ქართველ ტურისტებსაც უმასპინძლოს

103
Amsterdam-Canal-in-the-Morning-Netherlands-2

ჩეხეთისგან განსხვავებით, რომლის „უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც“ ამ ეტაპზე საქართველო ვერ მოხვდა, ნიდერლანდები მზადაა, საქართველოს მოქალაქეები მიიღოს.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ივლისიდან ნიდერლანდები მიიღებს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15-ივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს, ანუ გუშინ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის ჩვენი ქვეყანაცაა..

ჩეხეთი პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარს არ გაუხსნის

ჩეხეთი პირველი ივლისიდან საზღვარს მხოლოდ რვა ქვეყანას გაუხსნის

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუშინვე, ჩეხეთმა ევროკავშირის “უსაფრთხო ქვეყნების სიის” პარალელურად თავისი სიაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა პირველი ივლისიდან საზღვარს მხოლოდ რვა ქვეყანას გაუხსნის და ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები