ნიდერლანდები ელექტრონული თვითმფრინავის დასატესტად ემზადება, რათა ქვეყანაში მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შემცირდეს.
პირველ ექსპერიმენტში მონაწილეობას 4 და 9 ადგილიანი თვითმფრინავები მიიღებენ. თუკი ცდები წარმატებით დასრულდება, პირველი სამგზავრო ელექტრონული ლაინერი ნიდერლანდების აეროპორტებს შორის უახლოეს 5 წელში გამოჩნდება.
ჯერ–ჯერობით ასეთი რეისების შესრულება 500 კილომეტრიან მანძილზეა შესაძლებელი, სამომავლოდ კი დისტანციის 1000 კილომეტრამდე გაზრდა იგეგმება. ასეთი ხომალდი ბევრად ბიუჯეტური, კომფორტული და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო იქნება.
ევროკომისია კი აპირებს რომ 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი ნულოვან დონემდე შეამციროს. ამისთვის კი ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებაც აუცილებელი იქნება. დღესდღეობით ევროპის მასშტაბით დაბინძურების 14% საჰაერო ტრანსპორტზე მოდის.