ტელეშოუ „ნიჭიერი“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველ სამშაბათს გადის, ბოლო სამი ფინალისტი გამოავლინა.
მათ შორის არიან ილუზიონისტი ჯაბა ნიკურაძე, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ხალხის რჩეული გახდა, ასევე ვაკო და ანა მარჩილაშვილები და ანა უზნაძე, რომლებმაც ჟიურის წევრების სიმპათია და მათგან ფინალის საგზურები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ რეიტინგული მეგაშოუს ფინალი „რუსთავი 2“-ზე 31 დეკემბერს შედგება.