ნიცაში მყოფი მოქალაქეები ცდილობენ, დაკარგული ახლობლები სოციალური მედიის საშუალებით იპოვონ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაზიარებული პოსტი „ფეისბუქზე“ ტიავა ბენერს ეკუთვნის, რომელიც წერდა :
„დავკარგეთ 8 თვის ბავშვი. მეგობრებო, თუ ვინმემ დაინახეთ, თუ იქ იყავით, თუ ვინმემ წამოიყვანეთ, გთხოვთ, დამეკონტაქტოთ“.
მოგვიანებით კი ბენერმა პოსტი განაახლა და დაწერა, რომ ბავშვი იპოვეს, ამისთვის კი მადლობას უხდის ქალს, სახელად ჯოი რუეზს.
„მადლობა ყველას, ვინც დამეხმარეთ და გამამხნევეთ,“ – დაწერა ტიავა ბენერმა.
““