დაცული ტერიტორიების სააგენტო ამჯერად ნიამორს გვაცნობს, თუშეთის ეროვნული პარკიდან.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნა 180-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. კავკასიონის ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა.
თუშეთის ეროვნული პარკის ფაუნის 18 სახეობა საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაშია” შესული. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: წავი, მურა დათვი, ჯიხვი, ნიამორი, ირემი, კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.
ფოტო გადაღებულია რეინჯერ სოსო ბაკურიძეს მიერ.