თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში ჩასვლა შეუძლებელია, “ფეისბუქზე” ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში დაგროვილი ნიაღვარი მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩადის.
თბილისში დილიდან წვიმს, რამდენიმე უბანი დაისეტყვა. დედაქალაქში წვიმა მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება.
დაიტბორა გმირთა მოედანიც, თუმცა მოძრაობა იქ, ამ დროისთვის, აღდგენილია.
ვერეს ხეობაში ე.წ. ახალი გზა საპატრულო პოლიციამ გადაკეტა. მერიის ინფორმაციით, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პრევენციისთვის შეზღუდეს.