ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური – ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის „თეატრი“. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუპროგრამა მოამზადა. Broadway Night – ასე ჰქვია დადგმას, რომელიც მრავალფეროვან, განსხვავებული ჟანრის ნომრებს გააერთიანებს და სტუმრებს სხვადასხვა ეპოქაში ამოგზაურებს.
31 დეკემბრის ღამეს თქვენთვის მსახიობების, მომღერლებისა და მოცეკვავეების ვარსკვლავური დასი ისეთი ლეგენდარული მიუზიკლებიდან შეასრულებს ნაწყვეტებს, როგორებიცაა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ და „ჩიკაგო“. ამგვარად, „თეატრში“ კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ბროდვეის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ამასთან ერთად, თქვენთვის შესრულდება საახალწლო თემატიკით გაჯერებული მრავალფეროვანი კომპოზიციები. ოთხსაათიანი შოუს ბოლოს კი სივრცე DJ პერფორმანსს დაეთმობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამეს სად, ვისთან ერთად და როგორ გარემოში შეხვდები. „თეატრმა“ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ყოველი წარმოდგენა თუ საღამო აქ დღესასწაულია. გამონაკლისი არც ახალი წელი იქნება, ჩვენი საოცარი დასი, მსახიობების, მოცეკვავეებისა და მომღერლების ვარსკვლავური შემადგენლობით, საოცარ ამბავს დაატრიალებს, ისეთს, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.
New Year Eve – Broadway Night-ში მონაწილეობენ ყველასათვის საყვარელი ქართველი ვარსკვლავები. საღამოს კი 10 წამყვანი წაიყვანს, მათ შორის, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, ნიკუშა ხრიკული და ნიკოლოზ ჭკადუა.
მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობენ თინათინ წულაძე, ანა წერეთელი, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა, ანდრია ზაქარაია, ცოტნე ბლიაძე, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, ანდრო მელკუმოვი, თეონა კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, ნატაშკა იაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანი შუბლაძე, თამთა გასიშვილი და ნინი ჩაჩიბაია.
ცხადია, ახალი წელი პომპეზური სანახაობის გარდა გემრიელ ვახშამთანაც ასოცირდება. ამ ნაწილზე ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და წისქვილის „თეატრის“ შეფმზარეულები იზრუნებენ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უგემრიელესი სადღესასწაულო კერძებით გაგიმასპინძლდებიან.
„ვფიქრობ, ასეთი შთამბეჭდავი და განსხვავებული შოუპროგრამის დამსახურებით, მომავალი ახალ წელი სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გახდება. დიდი ხანია ვემზადებით, რათა ყველა დეტალი იდეალურად შესრულდეს და შევქმნათ მაქსიმალურად დახვეწილი და საუკეთესო საღამო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი თამუნა არჩვაძეა, ხოლო ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი. სცენარზე თეა ყიფშიძემ იმუშავა, სიმღერების ქართული ტექსტი კი ირინა სანიკიძის შექმნილია. „თეატრის“ მიერ შედგენილი სპეციალური საახალწლო პროგრამა თქვენს ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზ და კაშკაშა დღესასწაულად აქცევს. ამიტომ გირჩევთ, ბილეთები დროულად დაჯავშნოთ. აქვე გეტყვით, რომ კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს -15%-იანი ფასდაკლება, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.
პროგრამაზე, შემოქმედებით ჯგუფსა და ვახშმის მენიუზე მეტს „თეატრის“ ვებგვერდზე შეიტყობთ.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 577 000 888.
მოემზადეთ დაუვიწყარი ღამისთვის და 2024 წლის საუკეთესო დასაწყისისთვის!
(R)