ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს.
დემოკრატმა სენატორმა კეტრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა, რომელსაც მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა.
„დემოკრატების“ კანდიდატმა ხმების 48,7% მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამ ლაქსალტმა კი 48,2%.
კამბოჯაში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის “ძალიან კმაყოფილია” არჩევნების შედეგებით.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ფოკუსირებულები.