LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NETWORKING GEORGIA წელიწადში ორჯერ გაიმართება

413
2u

პირველმა ქართულმა მასშტაბურმა ნეთვორქინგ ღონისძიებამ, NETWORKING GEORGIA-მ წარმატებით ჩაიარა. პროექტი, რომლის ორგანიზატორიც „ბენე ექსკლუზივი“ იყო 2-3 მარტს, სასტუმრო „ლოპოტა სპა და რეზორტი“-ში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ NETWORKING GEORGIA-მ ბაზარზე არსებული 150-ზე მეტი კომპანია და 400-ზე მეტი მსხვილი, თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი გააერთიანა. როგორც „ბენე ექსკლუზივში“ განმარტეს, ივენთის მიზანი ბიზნეს კონტაქტების, ინფორმაციის, იდეებისა და გამოცდილების გაცვლას წარმოადგენდა.

„საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, Networking Georgia ინოვაციური პროექტია, რომელმაც პროფესიონალი ადამიანები ერთმანეთს დააკავშირა და დაეხმარა საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა შეხვედრებისთვის და ჩვენ ვიხილეთ კიდეც კონკრეტული შედეგები, მრავალი შეძენილი კონტაქტი თუ იდეა, რომელიც უკვე გახდა ახალი პროექტების საწინდარი,“ – აღნიშნა გიორგი გოგლიძემ, „ბენე ჯგუფი“-ს გენერალურმა დირექტორმა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილის მოდერატორი პაატა პაპავა, ხოლო სპიკერი დავით ჩიკვაიძე იყო, რომელმაც ნამდვილი ქართული ნეთვორქინგის შესახებ ისაუბრა. მოხსენებას უწყვეტ რეჟიმში პანელური დისკუსიებიც მოყვა, რომლის აქტიური მონაწილე პროექტის სპონსორებთან ერთად, დავით გოგიჩაიშვილი და აკო ახალია იყვნენ. მონაწილეებმა წარმატებული ნეთვორქინგის მაგალითების ფონზე განიხილეს ზოგადად ნეთვორქინგის არსი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადამიანი ზრუნავდეს საკუთარი „ნეთვორქის“ გაფართოებაზე.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ ივენთის შემდეგი ეტაპი დაიწყო. კომპანია „ალდაგი“-ს მასპინძლობით ვაინ ჰოლში Board Game Club შედგა, „ჯი პი აი“ ჰოლდინგმა კი GPIH Business café-ს სესია მოაწყო.

ცნობისთვის, NETWORKING GEORGIA ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი ღონისძიება გახდა, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ გაიმართება და მუდმივად შეეცდება ქართული ბიზნეს სექტორის ხელშეწყობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები