LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NETFLIX-ი ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვს

244
BeFunky-collage (8)

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ – კომპანიამ სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველთა განცხადებით, დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ იცოდა სიმართლე ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც იურისტების თქმით, ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცვლებმა საპასუხო პოზიცია სასამართლოს უკვე წარუდგინეს 3 დეკემბერს. არგუმენტები ძირითადად, ფრენკ სკოტის ჩვენებას ეყრდნობა.

Netflix-ის შუამდგომლობასა და ნონა გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2022 წლის 24 იანვრის შემდეგ.

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის ფედერალურ რაიონულ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში შეიტანა. როგორც იცით საქმე ეხება ცნობილი სერიალის The Queen’s Gambit–ის ფინალურ ეპიზოდს, სადაც ცრუ ინფორმაციაა გაჟღერებული. ქართველი მოჭადრაკე 5 მლნ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

ქართველი მოჭადრაკემიიჩნევს, რომ Netflix-მა მისი მიღწევები დააკნინა, რათა ბეთ ჰარმონი, შოუს მთავარი გმირი, წარმოედგინა, როგორც უფრო ძლიერი მოჭადრაკე.

ასევე, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სიცრუეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები