გახსოვთ ალბათ ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი საბავშვო ნაწარმოები, „ყაჩაღის ასული რონია“. სწორედ აღნიშნულ წიგნზე დაყრდნობით „ნეტფლიქსმა“ სერიალი გადაიღო.
პროექტის რეჟისორი, ლისა ჯეიმს ლარსონია, სცენარისტი, ჰანს როზენფელტი, მთავარ როლს კი შერსტინ ლინდენი ასრულებს.
„ნამდვილი რონიას საპოვნელად 4 000-ზე მეტი მსახიობი გადავარჩიეთ, გადასაღებად კი შვედეთის ყველაზე გასაოცარ ადგილებს ვეწვიეთ“, – აცხადებს ლარსონი.
ცნობისთვის, სერიალი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა 28 მარტს შედგება, მეორე ნაწილს კი მაყურებელი რამდენიმე თვეში იხილავს.