კორონავირუსის გავრცელების გამო, მთელს მსოფლიოში, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. გადაიდო უამრავი კინოპრემიერა, ტურნე და კონცერტი. მათ შორის ისეთი კინოპრემიერები და გადაღებები, როგორიცაა „ავატარი“, „შეუსრულებელი მისია“, „იურული პარკი“ და ა. შ…
მადონა, მაილი საირუსი და ჯგუფი Pearl Jam – არტისტები, რომლებმაც კორონავირუსის გამო კონცერტები გააუქმეს
ასევე ცნობილი ხდება, რომ კალიფორნიის მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი Coachella, რომლის ჰედლაინერებიც ტრევის კოტი და ფრენკ ოუშენი უნდა ყოფილიყვნენ, ოქტომბრამდე გადაიდო
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ამერიკაში, კინო და ტელეინდუსტრიაში სამსახური 120 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.
ასეთ რთულ სიტუაციაში კი „ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ სატელევიზიო სფეროში, უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლებისათვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
„Covid-19-ის გავრცელებამ უამრავი სფერო დააზარალა, მათ შორის შემოქმედებითი საზოგადოებაც. მთელს მსოფლიოში კინო და სატელევიზიო წარმოება შეჩერებულია, უამრავი ადამიანი კი უმუშვარი დარჩა, არადა, როცა კარგი დრო იყო, ეს ადამიანები ნეტფლიქსს გვერდში ედგნენ, ახლა კი ნეტფლიქსს უნდა, რომ გვერდში დაუდგეს მათ ასეთ მძიმე დროს“ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ტედ სარანდოსმა.