LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეტფლიქსის ინტერნეტ ტელევიზია საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა

257

მსოფლიოში ერთ -ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი – ნეტფლიქსი, საზღვრებს აფართოვებს. ტელევიზია საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. კომპანიის ხელმომწერი მსოფლიოს 190 ქვეყნის 70 მილიონი აბონენტია, რომლეთაც შეუზღუდავი წვდომა აქვთ ნეტფლიქსის კონტენტზე – სატელევიო შოუებზე, მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე.

კომპანია 1997 წელს დაარსდა და  DVD გაქირავების და გაყიდვის პირველი ონლაინ ვებ-გვერდი (www.netflix.com) გახდა. ნეტფლიქსის წარმატება ასევე, განპირობებულია, კომპანიის მოქნილობით – მის კონტენტზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი ტერმინალური მოწყობილობით.

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისია მიესალმება ნეტფლიქსის შემოსვლას საქართველოში და გამოთქვამს იმედს, რომ მის რესურსებზე დაშვება საქართველოში ლეგალური ინტერნეტ პროდუქციის დამკვიდრებას  შეუწყობს ხელს.

წყარო: https://media.netflix.com/en/about-netflix

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები