„ნეტფლიქსი” არა მხოლოდ სოცილური ქსელის მომხმარებელთა შორის სარგებლობს პოპულარობით, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლების სანატრელ „დამსაქმებლადაც“ ითვლება, რომელთაც კინოსტუდიებთან შედარებით ბევრად სოლიდურ ჰონორარებს ჰპირდება. მაგალითად, უილ სმიტს სიქველში „მრისხანება“ მონაწილეობისთვის 35 მლნ. დოლარი გადაუხადა, რაიან რეინოლდს კი, ფილმში „ექვსი ფუტი მიწის ქვეშ“ 27 მლნ. შესთავაზა, მაშინ, როცა Paramount Pictures-ის პროექტში – სიქველში „საუკეთესო მსროლელი“ მონაწილეობისთვის ტომ კრუზმა მხოლოდ 12 მლნ. დოლარი მიიღო.
თუმცა, ყოველთვის ფინანსები არ გასაზღვრავს ვარსკვლავთა არჩევანს, რადგან ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი სულ რაღაც 10 მლნ. დოლარად (ბევრად ნაკლები ჰონორარის სანაცლოდ, ვიდრე ჩვეულებრივ იღებენ) დათანხმდნენ კვენტინ ტარანტინოს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ მონაწილეობას.
როგორც აღმოჩნდა, „ნეტფლიქსი” მესვეურები დიდ ყურადღებას აქცევენ ვარსკვლავის რეპუტაციას და პოპულარობის ზრდას. მაგალითად, 2016 წელს გალ გადოტმა ფილმში „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ ქალი-საოცრების როლის შესრულებისთვის მხოლოდ 300 ათასი დოლარი მიიღო, ფილმში „ქალი-საოცრება 1984“ კი, რომლის გადაღება 2020 წელს იგეგმება, იმავე პერსონაჟის განსახიერებისთვის, 10 მილიონ დოლარს მიიღებს.