LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეტავი ეს ვაშლი თავისით ჩამოვარდესო: ქართველი მოსწავლისა და ვაშლის პრობლემა მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს

1622

განათლების მინისტრის მორიგმა გეგმა-ოცნებამ ბავშვებს სკოლებში ვაშლები უფასოდ დაურიგონ, უკვე არაერთი გამოხმაურება პოვა და ისეთი პირი უჩანს, ამ თემას გაგრძელება ექნება. ახლა კომენტარად აკაკი წერეთელი მოვიშველიოთ, რომელიც ჯერ კიდევ 1891 წელს წერდა მოსწავლისა და ვაშლის ურთიერთობაზე.

 

ფოთლებში გამოუყვია
თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს.
ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი,
და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს.

ამბობს: „ნეტავი ეს ვაშლი
თავისით ჩამოვარდესო!
ისე მომეცეს სიკეთე,
როგორც ის გამეხარდესო!”

ამ დროს გრიგალმა დაჰბერა,
ხე შეარხია შრიალით;
კუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ბზრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
ავსილმა სიხარულითა.

აკაკი წერეთელი
1891

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები