LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტავ თქვენნაირი თუ ვერა, ნახევარი მაინც გამოვიდე“ – გიგა მაქარაშვილის მშობლებს ქორწინებიდან 40 წელი შეუსრულდათ

156
უკრაინა გიგა

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მშობლებს ქორწინებიდან 40 წელი შეუსრულდათ.

უკრაინაში მყოფი გიგა მაქარაშვილი წერს, რომ ამ დღის აღნიშვნის ბევრი იდეა ჰქონდა.

„კეთილ და მხიარულ მშობლების ქორწინებიდან 40 წელი შეუსრულდათ.

რა აღარ გამოიარეს, როგორი გაჭირვება, ტკივილი და დარდი.. მაგრამ არასდროს, არასდროს გაბოროტებულან და ჩვენც სიყვარულით გვზრდიან დღემდე.

ბევრი იდეა მქონდა ამ დღის აღნიშვნის, მაგრამ წელს მაპატიეთ.

დედი, მამი, ნეტავ თქვენნაირი თუ ვერა, ნახევარი მაინც გამოვიდე“. – წერს გიგა მაქარაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები