LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნეტა კიდე ბევრი ასეთი ვიდეო გადამაღებინა” – ნონა ქუთათელაძე

97

ნონა ქუთათელაძე, რომელიც იღებდა ვიდეოს, სადაც მისი ოჯახის წევრი ბებიას კისტის თოფს ესვრის, ამბობს, რომ ოჯახში ბებიას ცუდად არავინ ექცევა.

„მივმართავ ყველას, ვინც ასეთ რამეებს ავრცელებს, უმჯობესი იქნება საკუთარ მოხუცებს მიხედონ, მე ჩემი ბებია ძალიან კარგად მყავს მოვლილი. შეგიძლიათ გადააკონტროლოთ და შეგიძლიათ შეამოწმოთ.“

ამასთან, ქუთათელაძე ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “პრიორიტეტი” ამბობს, რომ რაც კადრებში ჩანს, უბრალო ხუმრობა იყო.

„ახლა ტელეფონი მაქვს გაფუჭებული, თორე კიდე მაქვს სხვა მრავალი ვიდეო. ღმერთმა დიდ ხანს მიცოცხლოს ჩემი ბებია, რომ ასეთი ბევრი ვიდეო გადამაღებინოს. ჩემზე მეტად ჩემი ბებია ვინმეს უყვარს და გული შესტკივა?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები