LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტა კი მეცალოს, ბაღს და ჩემს საქმეს რაფერ ვუღალატო თუარა, სულ ვიარდი, ვიარდი და ვიარდი” – ზურა შევარდნაძე ემოციებს გვიზიარებს

632
F25084D5-1EB0-4F58-835A-8D6E9C6CBD05

„გარდენიას” მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მოგზაურობის შესახებ საუბრობს და ემოციებს გვიზიარებს.

„გურიაში და აჭარში მოგზაურობა სულ არ მეგონა დიდი ამბავი, არც ის მეგონა თუ ქართველებისთვის ისეთი რამის ჩვენებას ან მოყოლას შევძლებდი რითაც გავახარებდი ან გავაკვირვებდი.. სულ არ აღმოჩნდა ასე..

ჯგუფში რამდენიმე ჩემი მეგობარი, კარგი ნაცნობი და ახლობელიც ჩაეწერა, ამან კი მე გამაკვირვა.

სამი დღე არც ისე ბევრია ამ ორი კუთხის შემოსავლელად, მაგრამ ბევრი რამ მოვასწარით და გამოგვივიდა ყველა კმაყოფილი დაგვეტოვებინა..

ახლა უკან დაბრუნებული ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმით იყო ჩვენი მოგზაურობა განსაკუთრებული, რომ არაფერი არ იყო განსაკუთრებული. გულღია, თბილი, ადამიანური მასპინძლები, გადაუჭარბებებელი არა მოგონილი და იოლი, თავისუფალი მასპინძლობა, ერთმანეთის პატივისცემით და სიხარულით სავსე ადამიანები ირგვლივ და ეს იყო სულ. ზოგიერთი მოგზაურის თვალზე ცრემლიც შევნიშნე, მეტი რაღა უნდა იყოს?!..
ყველა ერთად დავრწმუნდით, რომ საკუთარ ქვეყანას ნაკლებად ან საერთოდ არ ვიცნობთ, რომ სულ არ ვიცით აქვე ჩვენს გვერდით ქართველები როგორ, რით, რა დარდით, ფიქრით და სევდით ცხოვრობენ, რა აწუხებთ ან რა ახარებთ და აბედნიერებთ.

დადიხარ და ფიქრობ ეს ხომ ჩემი ქვეყანაა, ჩემი სიმდიდრეა, ჩემი მისახედია, ჩემი დარდია, ჩემი გასაკეთებელია, ჩემია, ჩემია, ჩემია…

განსაკუთრებით ემოციური ჩვენს აჭარელ მეგობრებთან სტუმრობა გამოდგა, ქალების ნაქარგები სავსეა ფერებით, სევდით და დიდი, დიდი იმედით, საოცარია მათი თავგადადებული შრომის და სიალალის უნარი.
უსაშველოდ მადლიერი ვარ “მოგზაურის” რომ მომცა ამხელა ამბავში მონაწილეობის საშუალება.

ჩვენმა ზაქარიამ ფოტოები ისე გადაიღო წასვლაც არაა საჭირო პირდაპირ ნაწილი ხდები ამ მოგზაურობის.

ყველას დიდი, დიდი მადლობა..
ნეტა კი მეცალოს, ბაღს და ჩემს საქმეს რაფერ ვუღალატო თუარა, სულ ვიარდი, ვიარდი და ვიარდი!!!
#GardeniaShevardnadze
ფოტო რათქმაუნდა #ზაქარიაჭელიძე”, – წერს ზურა შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები