LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nestlé ვაქცინების შესყიდვის მიზნით, საქართველოსთვის 100 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობის გრანტს გამოყოფს

62
ნესტლე და ჯანდაცვა

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Nestlé-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“– აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი, ვაქცინების შესყიდვის მიზნით, საქართველოსთვის 100 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობის საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი ვაქცინების ფართო და სამართლიანი განაწილებაა.

Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა – KitKat, Nescafé, Nespresso, Nesquik -ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 186 ქვეყანაში ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები