LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნერვული აშლილობა, დეპრესია, სისუსტე” – კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა სააკაშვილზე

411
1

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კვლავ რჩება დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

როგორც ექიმი აღნიშნავს, საჭიროა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მისივე თქმით, ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს:

“პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ბოლო ვიზიტზე ვიყავი 11 იანვარს, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა. 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას.

სააკაშვილთან რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ლომჯარია: სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის მხრივ, არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა - კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის რეკომენდაციები

„მკურნალობის მიდგომების და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ანგრიში, შეფასებები და რეკომენდაციები არის შემაჯამებელი,“- განაცხადა ომბუდსმენმა.

მიგვაჩნია, რომ ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი.

სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეფალოპათიის ფონზე განვითარებული თიმინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინევროპათიის შედეგი უნდა იყოს.

ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა ნევროლოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა.

ომბუდსმენის განცხადებით, სააკაშვილთან 3 ვიზიტი განხორციელდა 5 ექიმის მონაწილეობით, კონსილიუმის განხილვებში მონაწილეობას იღებდა 8 ექსპერტი, დასკვნას ასევე ხელს აწერს 8 ექსპერტი.