LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეპალელ ფეხბურთელებს სახელმწიფო ღალატში დებენ ბრალს

33

ნეპალის ნაკრების ფეხბურთელებს მატჩების გაყიდვისათვის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

სახელმწიფო ღალატში ხუთი ნეპალელი მოთამაშეა ბრალდებული. ოქტომბრის შუა რიცხვებში ნეპალის პოლიციამ ქვეყნის ნაციონალური გუნდის ხუთი მოთამაშე, მათ შორის კაპიტანი და გოლკიპერი დააკავა.

”მთავრობა მათ სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს და მოითხოვს სამუდამო პატიმრობით დაისაჯონ” – აცხადებს კატმანდუს სოციალური სამსახურის წარმომადგენელი.

სამართალდამცავების მონაცემებით, დაკავებული მოთამაშეები თამაშების ”ჩაწყობას” რვა წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. კერძოდ, ”გარიგებული” თამაშები ავღანეთის, ბანგლადეშის, მალაიზიისა და ფილიპინების ნაკრებებთან დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები