ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში „ნეოგაზის“ განახლებული ეკო სადგური გაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, სადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, აქ ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით დანერგილია ახალი მექანიზმები. ამასთან, სრულადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები.
მათივე ცნობით, „ნეოგაზის“ ეკო სადგურზე ოცამდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.
„ნეოგაზი“ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. უახლოეს პერიოდში სადგურზე ამუშავებდა სწრაფი კვების ობიექტი, მოეწყობა ინფრასტრუქტურა და ელექტრომობილებისთვის იქნება ელექტროდამტენები, ასევე ამოქმედდება ვულკანიზაცია და ავტოსამრეცხაო”, – აცხადებენ „ნეოგაზში”.