ჩინეთის არმია მაღალ სამხედრო მზადყოფნაშია და ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს, – განცხადებას ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამხედრო წვრთნები მოიცავს ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით საჰაერო და საზღვაო წვრთნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გასტანს.