აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს განცხადება პელოსიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის.
82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.