„ნენას“ ბრენდს ბიოპროდუქტის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბიოპროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხი და გამორჩეული გემო – ეს „ნენაა“, რომელიც კომპოტის, მურაბის, ჯემის, საწებლის ნაირსახეობებს აწარმოებს. „ნენას“ პროდუქციას შორის განსაკუთრებული ადგილი ნამდვილი, ქართული წარმოშობის ნატურალურ თაფლს უჭირავს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე „ნენა“ 2015 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2014 წელს KTW ჯგუფმა ახალი მიმართულებით ინვესტიცია განახორციელა და სახელმწიფოს მხარდაჭერით 2 ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.
კომპანიამ თავდაპირველად საქმიანობა ხილის გადამუშავებით დაიწყო და ხილისა და ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე სტანდარტები დაამკვიდრა. „ნენა“ 10 დასახელების პროდუქციას აერთიანებს, მათ შორისაა: კომპოტის 13 , მურაბის 12, თაფლის 8, მარინადის 7, ჯემის 9, ნექტრის 2, საწებლის 7, აჯიკის 2, ბოსტნეულის სალათის 7 და კლასიკური შავი ჩაის სახეობები. კომპანიის ბიოპროდუქცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000-ის შესაბამისად იწარმოება და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, გმო-ს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც აკრძალულია საქართველოსა და ევროკავშირში, კერძოდ 7 საერთაშორისო ბაზარზე.
10 დასახელების პროდუქცია, 7 საერთაშორისო ბაზარი, 21%-იანი ექსპორტის წილი (2020 წ.) – ეს კომპანიის 7 წლის მუშაობის შედეგია.