LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეისმიტმა უსახლკაროებისათვის ოფიციანტად იმუშავა

110

”ევერტონის” ნახევარმცველმა კევინ ნეისმიტმა უსახლკაროებისათვის ოფიციანტად იმუშავა.

შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა პირადად გადაიხადა თანხა და საშობაო სადილი გაჭირვებულებს საკუთარი ხელით მიართვა.

ნეისმიტი გლაზგოს ცენტრში ერთ-ერთი საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდა.

”ჩემთვის დიდი პატივია ფონდის ორგანიზატორს მხარი დავუჭირო, ვაჩუქო უსახლკაროებს სამოსი და საკვები”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Mirror.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ”ევერტონის” ფეხბურთელი საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობას. 2015 წლის აგვისტოში ნეისმიტი უსახლკაროებს ლივერპულში დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები