სან პაულუს პოლიციამ 20 წლის ბიჭი გამოიჭირა, რომელსაც ბრალად ედება დაახლოებით 220 ათასი რეალის (თითქმის 37 ათასი ევრო) მოპარვა საბანკო ანგარიშიდან. ეს ანგარიში კი თვით ნეიმარისაა.
ეჭვმიტანილი ერთ-ერთ კომპანიაში ადმინისტრაციულ საკითხებში თანაშემწედ მუშაობდა. ის შედიოდა დანაშაულებრივ ჯგუფში, რომლებიც თაღლითური გზით უკანონო ოპერაციებს ახორციელებენ.
ხელისუფლებამ აცნობა, რომ უკვე დაადგინეს სხვა პირებიც, რომლებიც აფიორაში მონაწილეობდნენ.