ესპანეთის პროკურატურა ნეიმარს თაღლითობასა და კორუფციაში დებს ბრალს.
პროკურატურას სურს ბრაზილიელი ფეხბურთელი ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხოს, – წერს Cadena Ser.
ბრალს უყენებენ ნეიმარის მამასაც, ასევე კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს, „ბარსელონას“ ყოფილ ხელმძღვანელ სანდრო როსელს, „სანტოსის“ ექს-პრეზიდენტ ლუის ალვარო დე ოლივეირას და ოდილიო როდრიგეს.
პროკურატურა ეყრდნობა საინვესტიციო ფონდ DIS-ის სარჩელს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნეიმარის „სანტოსიდან“ „ბარსაში“ ტრანსფერის თანხის 40% უნდა აეღო. ფონდში აცხადებენ, რომ მხოლოდ 17.1 მილიონი ევრო მიიღეს, თუმცა „ბარსელონას“ 83.3 მილიონი აქვს გადახდილი.