LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას და ხელს უწყობს მათ შორის უთანხმოებას, სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს: კელი დეგნანი

54
კელი დეგნანი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „მოახდენენ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოუწევთ ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა“, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება.

მისი განმარტებით, „მას არ სურს ამ განცხადებას არესტოვიჩის  ნაცვლად გასცეს პასუხი და განმარტავს აშშ-ს პოზიციას, რომ „ამერიკა თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას“.

„არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას. ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს“.

„საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც აშშ ყოველთვის მხარს უჭერს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები