LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერი პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი” – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

44
Untitled design (4)

“ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ტერორისტული ქმედება და პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, სამმხრივი შეთანხმების საწინააღმდეგოდ, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხეთის არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ სადაც რუსეთის სამშვიდობოები არიან განლაგებულნი, საფრთხეს ქმნის.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტერიტორიების დელიმიტაცია და სომხური ჯარების სრული გაყვანა – სავალდებულოა.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ზომები კიდევ უფრო გამანადგურებელი იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები