LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერი მზად ვართ ჩავანაცვლოთ იგი ცხინვალის იზოლატორში“ – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში

112
frrrete

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა. „თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით სხვადასხვა კლინიკის ექიმები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები  და ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარენტები მიიტანეს: „ვაჟა ექიმი გმირია“, „დამიბრუნე ჩემი ქვეყნის ტერიტორიები“, „ექიმის პროფესიას საზღვარი არა აქვს“.

„ჩვენ დღესაც და ხვალაც სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბებით, რადგან ექიმი ავადმყოფის სამკურნალოდ გადავიდა ე.წ. საზღვარზე. ვაჟა ექიმი ყველა ჩვენგანის ნაცვლად ზის ციხეში, მას ვაწვდით სიგნალს, რომ ნებისმიერი მზად ვართ ჩავანაცვლოთ იგი ცხინვალის იზოლატორში“, – განაცხადა ექიმმა-ტრავმატოლოგმა, კახაბერ ქაშიბაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმარია.

შეგახსენებთ, რომ ექიმი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.