“სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან რამდენიმე მილიგრამის სახით მიიღო, მას ექიმებმა სთხოვეს, როგორც მედიკამენტის ალტერნატიული საშუალება”,-ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მოხდა დაკავშირება ჩვენს ცხელ ხაზთან, ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ პატიმარს ჰქონდა ჩვენი ნახვის სურვილი გარკვეული ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, იგი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი რაც მიიღო, ექიმების თხოვნით მიიღო როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი. ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.