LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებართვა არა აქვს, დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს“ – ზარქუა პრეზიდენტზე

192
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

„კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ – პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს, აქ კი მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას არ იმსახურებს“, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არსებობს.

პრემიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: „სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები“

„ჩვენ პრეზიდენტი იმისთვის ავირჩიეთ, რომ კონსტიტუციის გარანტი ყოფილიყო. ჩვენ არ აგვირჩევია პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევი იქნება. შესაბამისად, მმართველი პარტიის რეაგირება არგუმენტირებული და ადეკვატურია.

თქვენ გახსოვთ რადიკალური, ხელმოცარული ოპოზიციის სალომეზე თავდასხმები. ზოგი რა სიტყვებით მოიხსენიებდა… მერიდება კიდეც, ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, ვერ გავახმოვანებ – ეძახდნენ უბედურებებს, მაგრამ დღეს მათი მხარდაჭერის ობიექტი გახდა. ლამის ვარსკვლავ ქალბატონად აქციეს.

ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით ქალბატონი სალომე ადეკვატური და კონსტიტუციის დამცველი ვერ გახდება, არც ზნეს და ჩვევას შეიცვლის. როდესაც მთელი ქვეყანა, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ არ იმსახურებს. ამით ამ ხელმოცარულთა ნარატივს აძლიერებს.

ჩვენი გადაწყვეტილება არის მკაფიო გზავნილი მმართველი პარტიისგან, რომ არავის, მათ შორის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა არ შერჩება. ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

„ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული..“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“ – კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.

„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები