LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებადართულია: რეალი სანტიაგო ბერნაბეუს გადააკეთებს

42

მადრიდის ხელისუფლებამ „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციის უფლება მისცა.
კომისიამ მოიწონა პროექტი, რომელშიც 400 მილიონი ევრო ჩაიდება.

ფლორენტინო პერესმა სტადიონის რენოვაციის გადაწყვეტილება მაინც გაიტანა.
საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქის საბჭო 30 მაისის სხდომაზე მიიღებს.
გეგმა 39-თვიან სამშენებლო პერიოდს გულისხმობს.

“რეალი“ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს თითქმის 90 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას.
„ბერნაბეუზე“ სახურავი გამოჩნდება, რათა ქალაქის ატმოსფეროს ხმაურით დაბინძურება შემცირდეს.

ცვლილებები შევა არენის შიდა მოწყობაშიც.


საერთო ხარჯი დაახლოებით 400 მილიონ ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები