LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეაპოლში გაყიდვებით პირველ ადგილზე მარადონას მაისურია, მერე ხვიჩას მაისური მოდის, 10 ცალი მაისური ვიყიდე და გამყიდველმა მითხრა..“ – რას ჰყვება გიორგი მოსიძე იტალიაში მოგზაურობისა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრების შემდეგ

185
BeFunky-collage (2)

„რა? სად? როდის?“ წამყვანმა გიორგი მოსიძემ პირველი არხის გადაცემაში, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ იტალიაში მოგზაურობასა და „ნაპოლის“ თამაშებზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„ხვიჩა დიდი ევროპული ტურნეს დასაწყებად ყველაზე სწორ ადგილას მოხვდა.

დასაწყისისთვის „ნაპოლი“ იდეალურია, სადაც ქალაქი მაქსიმალურად ჰგავს მის სამშობლოს, ხალხი კი მენტალურად – ქართველებს.

ჩვენნაირად მზად არიან ერთ დღეში ცაში აგიყვანონ და უცებ მიწაზე დაგანარცხონ.

ხვიჩა პროგრესირებს, ნეაპოლიც აღფრთოვანებული და გადარეულია და ცოტა უკლია მარადონამდე ანუ გაკერპებამდე. წელს „ნაპოლი“ ჩემპიონი თუ გახდება, რაღაც მსგავს დაფასებას ხვიჩაც მიიღებს. ეს მის სამშობლოზეც ვრცელდება და ქუჩაში ქართველები რომ მიდიან, მათთან სურათებს იღებენ.

მაისურების ბიზნესი ცალკე ისტორიაა. ხვიჩას მაისურების გაყიდვით აშენდნენ ფსევდო ფან-შოპები. ჩემი მაისური ყალბი არაა, ორიგინალია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს რომ დახლქვეშიდან გამოჰქონდათ, დაახლოებით მსგავსია. ფან-შოპში 110 ევროდან თუ იწყება, ეს 65 ევროდ ვიყიდე, რაც ძალიან იაფია.

ამას გარდა, არის ქუჩის დახლები – პოპულარობის მიხედვით ჩამწკრივებულია. გაყიდვებით პირველ ადგილზე მარადონას მაისურია, მერე მოდის ხვიჩას მაისური და შემდეგ ოსიმენის, რასპრადორის და პოლიტანოსი, ბოლო დი ლორენცოა.

ქუჩაში მაისურები 7-10 ევრო ღირს, მე 10 ცალი ვიყიდე და გამყიდველმა მითხრა, დღეს გაყიდვებში მარადონას გაასწარითო.

ხვიჩა ძალიან პერსპექტიულია და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს ტოპ-კლუბში – „რეალში“ ან პრემიერლიგის რომელიმე გუნდში. მაგრამ მანამდე „ნაპოლისთან“ ერთად რაიმე ტიტული უნდა მოიგოს. სხვათა შორის, ნეაპოლში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, 25 ათასამდე და ამ კუთხითაც კარგ ადგილას მოხვდა. მის სახლთან ხალხი იკრიბება, რომ იქნებ ხვიჩა გამოჩნდეს და სურათი გადაიღონ. მოკლედ, სრული „კვარამანიაა“ და ქართველებისადმი დამოკიდებულებაც შეცვლილია“, – თქვა გიორგი მოსიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები