LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეაპოლში დააკავეს ქართველი, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ეძებდნენ: ის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასასწრებად ჩარტერული რეისით ჩაფრინდა

397
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ნეაპოლის კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 38 წლის ქართველი, რომელსაც საბერძნეთის სასამართლომ 2012 წლის ოქტომბერში, ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიური მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.

მედიის ცნობითვე, ნეაპოლში ჩაფრენილი მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები