LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ს გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

post-29-1328289740

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე – „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია“, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ „არა“, ხოლო 43 პროცენტი პასუხობს, რომ „კი“. პასუხი „არ ვიცი“ 11-მა პროცენტმა მიუთითა.

ამასთან, თბილისში გამოკითხულთა 53 %-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის, დედაქალაქში გამოკითხულთა 40 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის.

დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში გამოკითხულთა 44 %-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, დიდ ქალაქებში ასევე 44 % ფიქრობს, რომ დემოკრატია არის, პატარა ქალაქებში 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო სოფლებში – 42 პროცენტი.

გამოკითხულთა 59 პროცენტი პასუხობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში, 33 პროცენტისთვის კი, მნიშვნელოვანია.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები